saqarTvelos mdinareebi - baraleTiswyali

ტერიტორიული ერთეულები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
სათავე სამსრის ქედი
სიგრძე 30 კმ
აუზის ფართობი 469 კმ²

 

სინონიმი: ბარალეთი, არაკვისწყალი

მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავნის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს აბულ-სამსარის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან მდებარეობს 1860 მ-ზე. სიგრძე - 30 კმ., აუზის ფართობი 469 კმ., საშუალო წლიური ხარჯი 3, 37 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. ძირითადად საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით.